ჩვენ შესახებ

მესამე შემეცნებით-გასართობი არხია, სადაც ყველა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანი იპოვის მისთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას. მესამეს დილის და შუადღის ეთერი უამრავი საინტერესო რუბრიკისგან შედგება და მიზნად ისახავს, ეთერი დაუთმოს სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ მოვლენებს, რომლებიც ხშირად რჩება მეინსტრიმ მედიის ყურადღების მიღმა.

არხის ერთ-ერთი ფლაგმანი “ფორმულა კრეატივის” დირექტორის, მიშა მშვილდაძის საავტორო იუმორისტული გადაცემაა: “თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან” სადაც ის სცენარისტების, ჟურნალისტებისა და ანალიტიკოსების დახმარებით, ყველასთვის გასაგებ ენაზე ხსნის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და აქტუალურ თემებს. გადაცემა გადის ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, პირდაპირ ეთერში.

მესამე ფართოდაა წარმოდგენილი ინტერნეტ-სივრცეშიც. ვებგვერდზე ხელმისაწვდომია როგორც პირდაპირი ეთერი, ასევე – ორიგინალური ვიდეო-კონტენტი, ფეისბუქისა და ინსტაგრამის საშუალებით კი დამატებითი ინფორმაციის მოძიება, არხის პროდიუსერებთან კომუნიკაცია და უკუკავშირის გაცვლაა შესაძლებელი.

არხს “ფორმულა კრეატივის” გუნდი მართავს. “ფორმულა კრეატივი” 2007 წელს დაარსდა და დღეისათვის საქართველოში მოქმედი ყველაზე სწრაფად მზარდი პროდაქშენ კომპანიაა სერიალების, ფილმების, სატელევიზიო, სარეკლამო და ციფრული პროდაქშენის მიმართულებით.

დაგვირეკეთ

მოგვწერეთ

info@mesame.ge

გვესტუმრეთ

სანდრო ეული, 5

დაგვიტოვეთ შეტყობინება

Close Menu