დილა მესამეზე

გადაცემის შესახებ

დილა მესამეზე – ყოველდღიური შემეცნებით-გასართობი შოუ, კვირაში ხუთჯერ, დილის 08:00 საათიდან 10:00 საათამდე მესამეს პირდაპირ ეთერშია.
დილის ენერგიული და მხიარული წამყვანები: ნატალია ყულოშვილი, ლუკა ახალაძე და თუთა ოქროპირიძე, ყოველ დილით, მაყურებელს პოზიტიური ენერგიით ავსებენ და ამავდროულად მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას აწვდიან.
გადაცემაში შეხვდებით სასარგებლო რჩევებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხებზე, სიახლეებს სპორტისა და კულტურის სფეროდან, საერთაშორისო ამბებს და საინტერესო სტუმრებს.
კვირაში ორჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს, წამყვანებს ნიკა გრიგოლია უერთდება გასართობი საავტორო რუბრიკით – “ხო არ ტეხავს?!” და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებს განიხილავს.

Close Menu