თითქმის ყოველდღე • მიშა მშვილდაძესთან

გადაცემის შესახებ

თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან” სამყაროში სერიოზულობის დეფიციტის გამო შეიქმნა.

ეს არის სატირულ-ანალიტიკური შოუ, რომელიც თითქმის ყოველდღე გადის. გადაცემის წამყვანი, მიშა მშვილდაძე, მიმოიხილავს დღის მიმდინარე – ხან სასაცილო, ხან საინტერესო, და ხანაც – საშიშ მოვლენებს. გადაცემაზე, ყოველდღიურად, ფრიად სერიოზული იუმორის პატრონი სცენარისტები მუშაობენ. საფუძვლიანად იკვლევენ მიმდინარე მოვლენებს ქვეყანასა და მსოფლიოში და შემდეგ ცდილობენ ეს ინფორმაცია მარტივად და იუმორისტულად მოგვაწოდონ. ჩვენ ეთერში ვართ თითქმის ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 20:20 საათზე.

Close Menu